logo_geo
eng_logo
პოლიციამ ”ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე გორში ორი პირი დააკავა
- +

3 მარტი. 2021. 00:00

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორისრაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო დასაგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით,ორი პირი: 1994 წელს დაბადებული გ.კ. და 1996 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა გორში პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მინები დააზიანეს. სამართალდამცველებმა გ.კ. და გ.ბ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“, - აცხადებენ შსს-ში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner