logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს პლატფორმას“ საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია
- +

3 მარტი. 2021. 12:15

 

 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „კოვაქს პლატფორმას“ საქართველოსთვის გამოსაგზავნი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის რაოდენობა არ შეუმცირებია.

 

როგორც გაბუნიამ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „კოვაქს პლატფორმის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დაზუსტდა საქართველოსთვის ვაქცინების მიწოდების ვადები, რამაც რაოდენობის ცვლილება გამოიწვია.

 

„3 თებერვალს გამოქვეყნებული მონაცემით, საქართველოსთვის გათვალისწინებული იყო "ასტრაზენეკას" 184 800 დოზა, რომელიც ქვეყანას ეტაპობრივად უნდა მიეღო 2021 წლის 1-ელ და მე-2 კვარტალში (თებერვალი-ივლისის პერიოდში), ამავე პერიოდში უნდა მიგვეღო "ფაიზერის" 29 250 დოზა. ახალი დოკუმენტით, "ასტრაზენეკას" 129 600 დოზის მოწოდება მოხდება მაისის ბოლომდე. ივნისის ბოლომდე მოსაწოდებელი დოზების წინასწარი რაოდენობის შემცირება (მინიმუმ 184 800) არ მომხდარა, ამ ეტაპზე დაზუსტდა დოზების ის რაოდენობა, რომელსაც ქვეყანა მაისის ბოლომდე მიიღებს. ივნისის თვის ოდენობა დაზუსტდება დამატებით. რაც შეეხება "ფაიზერის“ ვაქცინას, დოზა არ შეცვლილა“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner