logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, „ნაცმოძრაობის" ოფისის დარბევას მმართველ პარტიასა და პრემიერთან არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს
- +

3 მარტი. 2021. 13:14

 

„ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის დარბევას მმართველ პარტიასთან, პრემიერ-მინისტრთან და ა.შ. არავითარი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეს“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფსის დარბევასთან დაკავშირებით ოპონენტების განცხადებებს უპასუხა.

 

მისი თქმით, მსგავსი რამ არ შეიძლება მმართველი გუნდის ინტერესებში იყოს, რადგან ოპოზიციის სპეკულაციის საგანი ხდება.

 

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ოფისზე რაიმე სახის თავდასხმა აბსოლუტურად მიუღებელია და იმავე საღამოს, როცა ეს ფაქტი მოხდა, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. თავდამსხმელები დაკავებულნი არიან, გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები დაისჯებიან. „ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის და სახელმწიფოს ინტერესებში არანაირად არ არის რომელიმე პარტიის ოფისის დარბევა, ეს ხომ კონტრპროდუქტიულია მმართველი პარტიისთვის და ე.წ. რადიკალური ოპოზიციისთვის სპეკულაციის საგანი ხდება. ამიტომ მოდით რა, ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში, არავითარი კავშირი ამას მმართველ პარტიასთან, პრემიერ- მინისტრთან და ა.შ. არ შეიძლება ჰქონდეს,“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner