logo_geo
eng_logo
გლდანში, ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

3 მარტი. 2021. 14:36

 

„გლდანის რაიონის გამგეობამ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის მოწესრიგება ბაღნარისა და მანაგაძის ქუჩებზე დაიწყო“, - ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

 

„აღნიშნულ მისამართზე გზის საფარი არ არსებობდა. ასევე, მოსაწესრიგებელი იყო წყლის ქსელი, რომელიც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ მოწესრიგდა. ამჟამად კი, გამგეობის მიერ სანიაღვრე ქსელი ეწყობა. სამუშაოების შედეგად, ორივე ქუჩაზე დაახლოებით, 13 734 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება“, - აცხადებენ გამგეობაში.

 

ინფორმაციის თანახმად პროექტისთვის ჯამში, 974 116 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების შედეგად, მოეწყობა სანიაღვრე ქსელი, ასფალტის საფარი, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ლითონის ზღუდარები, გრუნტის შემაკავებელი დამჭერი გაბიონები. ასევე, განთავსდება სახანძრო ჰიდრანტები.

 

მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner