logo_geo
eng_logo
ავთანდილ ცინცაძემ 9-შვილიან მშობელს დედის დღე მიულოცა
- +

3 მარტი. 2021. 15:49

 

 

თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე, მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ ტალიაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა და 9 შვილის დედას ნინო მარჯანიშვილს დედის დღე მიულოცა. ავთანდილ ცინცაძემ ნინო ტალიაშვილს სიმბოლური საჩუქრები გადასცა და ქვეყნისთვის საამაყო შვილების აღზრდა უსურვა.

 

„მრავალშვილიანი დედები ჩვენი მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. იყო 9 შვილის მშობელი დიდი გმირობის ტოლფასია. ოჯახში, რომელშიც დღეს ვიმყოფებოდი, 9 არაჩვეულებრივი ბავშვი იზრდება. მინდა, მათ ბედნიერი ბავშვობა და ნათელი მომავალი, მათ მშობლებს კი მხნეობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner