logo_geo
eng_logo
ტელეკომპანია „პირველის” მიერ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ ადამიანი იმსხვერპლა – ჩემი მოხუცი ბებია გარდაიცვალა
- +

3 მარტი. 2021. 19:46

 

 

ტელეკომპანია “პირველის” მიერ დამნაშავედ შერაცხული ფარნა მახოხაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

“ტვ პირველმა ჩემს მიმართ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, ვითომ მე ჩავამტვრიე ნაციონალური მოძრაობის ოფისის ფანჯრები გორში. რაც აბსოლიტური ტყუილია. ამ მატყუარა ტელევიზიების ყურებისას ჩემი მოხუცი ბებია შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, რასაც არასდროს ვაპატიებ მატყუარა, მოძალადეებს. ტვ პირველმა ეს ტყუილი გაავრცელა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძესთან მაქვს გადაღებული ფოტო, რაც გაავრცელა კიდეც ისე, რომ არც კი მკითხა ტვ პირველმა ჩემი პირადი ფოტოების გავრცელებაზე თანხმობა. მერამდენე ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს მათმა ტყუილმა და ფსიქოლოგიურმა ტერორმა? აუცილებლად ვაგებინებ პასუხს სასამართლოს გზით ამ მავნებლებს ჩემი შეურაცხყოფისთვის და რაც მთავარია ბებიის გამო, რომელსაც მათმა ტერორმა და ტყუილმა სიცოცხლე წაართვა!” – წერს მახოხაშვილი

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში ”ერთიანი ნაციონალური

მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე 1994 წელს

დაბადებული თ.მ. 1994 წელს დაბადებული გ.კ., 1996

წელს დაბადებული გ.ბ. და 1996 წელს დაბადებული თ.ა. საგამოძიებო

მოქმედებების შედეგად დააკავა.

 

ტელეკომპანია “პირველი” კი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი დამნაშავე ფარნა მახოხაშვილიც იყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner