გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 228 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან 47-ს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ოკუპირენული რეგიონის ხუთ კოვიდცენტრში 57 პაციენტი მკურნალობს, მათგან ექვსი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
პანდემიის პერიოდში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 12 908 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 12 387 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 202 კი გარდაიცვალა.