logo_geo
eng_logo
„ქართული ოცნება“: „ქართული ოცნება“ არასოდეს იტყვის უარს კონსტრუქციულ დამოკიდებულებებზე, მზად ვართ დიალოგის გასაგრძელებლად
- +

7 მარტი. 2021. 19:54

 

რადიკალურ ოპოზიციას სურს, ჩანაწერები მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად გამოიყენოს, თუმცა „ქართული ოცნება“ არასოდეს იტყვის უარს კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ, ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში გასულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგის გასაგრძელებლად, რასაც საერთაშორისო პარტნიორებიც მოუწოდებენ.

 

„რადიკალურ ოპოზიციას სურს, ეს ჩანაწერები გამოიყენოს მოლაპარაკებებზე უარის თქმის საბაბად და ვხედავთ მათ მიერ აგორებულ ახალ კამპანიასაც, რომელსაც პერსპექტივა ერთი მარტივი მიზეზის გამო არ გააჩნია – ის სიყალბეზეა დაფუძნებული.

 

მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

ამასთან, „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ „გუშინ, ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში საზოგადოებამ იხილა და მოისმინა 2010-2011 წლების უკანონო ჩანაწერების უხეში ფაბრიკაცია“.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner