logo_geo
eng_logo
ელისო ბოლქვაძე და ვლადიმერ კახაძე მედიკოსებს შეხვდნენ
- +

7 აპრილი. 2021. 23:14

 

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, ელისო ბოლქვაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვლადიმერ კახაძე ფსიქიატრების ჯგუფს შეხვდნენ, რომლებიც მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული ფსიქოლოგიური სტრესის დაძლევაში დაეხმარებიან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ელისო ბოლქვაძის თქმით, ფსიქიატრების გამოცდილება მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად.

 

„ექიმთა ჯგუფი აქტიურად ჩაერთვება პოსტკოვიდური სინდრომის დაძლევის საკითხში. ისინი დაეხმარებიან როგორც მოსახლეობას, ასევე, ხელოვან ადამიანებს, რომლებზეც დიდი გავლენა იქონია ვირუსიდან გამომდინარე ჩაკეტილობამ და ფსიქოლოგიურმა სტრესმა. ფსიქიატრების გამოცდილება მნიშვნელოვანია პანდემიით გამოწვეულ მდგომარეობასთან გასამკლავებლად. ისინი შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სახელმძღვანელოდ“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner