logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულებს
- +

9 აპრილი. 2021. 12:42

 

 

საქართველოს პარლამენტში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 7 აპრილს ენგურის გავლით საქართველოს საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულების ხსოვნას.

 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნულა წუთიერი დუმილით ასევე პატივი მიაგეს დათა ვანიშვილის ხსოვნას.

 

„გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ 7 აპრილს ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპულები თამუნა ცატავა, თამაზ ბასლანძე, მაყვალა გამისონია და ელგუჯა გვალია, ასევე დათა ვანიშვილის ხსოვნას“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ამასთან, ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 2021 წლის 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner