logo_geo
eng_logo
დეკანოზი შალვა კეკელია: მეუფე პეტრე უნდა განიკვეთოს!
- +

9 აპრილი. 2021. 12:47

 

 

მაცხოვრის ფერიცვალების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია პატრიარქის შეურაცხყოფის გამო ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის ეკლესიიდან განკვეთას მოითხოვს.

 

„მეუფე პეტრე უნდა განიკვეთოს“, –  ამის შესახებ დეკანოზმა შალა კეკელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„პატრიარქს არავის დაცვა არ სჭირდება, მას ღმერთი იცავს. ამდენი წელია ეპისკოპოსია, 3 წლის წინ გაიგო, რომ სასულიერო პირები ცუდები არიან, პატრიარქი რომ ცუდია?! ჯერ ამბობდა, რომ პატრიარქი კარგი ადამიანი და გარემოცვაა ცუდიო. მაშინ ვერ უპირისპირდებოდა. ზვიად გამსახურდიაზე რასაც აბრალებს პატრიარქს, ეს ადრე არ იცოდა? სამი წლის წინ გაიგო თუ თოთო იყო მაშინ?! ეს არის ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა. გთხოვთ ტელევიზიებს, ეკლესიის მტრები ნუ იქნებით. მედიამ ყველაფერზე უნდა ისაუბროს, მაგრამ არა ცალმხრივად“, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner