logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სოლიდარობა უკრაინელ მეგობრებს!
- +

9 აპრილი. 2021. 13:36

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის დასრულების შემდეგ უკრაინელებს სოლიდარობა გამოუცხადა.

 

„არ მინდა, სიტყვა დავასრულო დღეს 9 აპრილით, რომელიც არის ჩვენი დამოუკიდებლობისა და დამოუკიდებლობის გამყარების დღე. არ მინდა, არ ვახსენო ჩვენი უკრაინელი მეგობრების დღევანდელი ბრძოლა და მათ არ გამოვუცხადო სოლიდარობა. მიმაჩნია, რომ დღეს, ამ სოლიდარობის ნიშნად, აუცილებელია, რომ სასწრაფოდ დავაბრუნოთ ელჩი კიევში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით გამოდის.

 

საქართველო უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზებას გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner