logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას
- +

9 აპრილი. 2021. 13:36

 

 

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ დღეს, 9 აპრილს წარადგინა ყოველწლიური მოხსენება პარლამენტის წინაშე, ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

 

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

 

 „ეს არის დეოკუპაცია, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაციის აუცილებლობა, პანდემიის მართვა, ვაქცინაციის მნიშვნელობა, ეკონომიკის აღდგენა და ეკონომიკური გამოწვევების დაძლევა. გარდა ამისა, მან გააკეთა ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი უკრაინასთან მიმართებაში და რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გმობს ყოველგვარ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner