logo_geo
eng_logo
გია გაჩეჩილაძე: ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე, ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიასა და ტრადიციაზე
- +

9 აპრილი. 2021. 14:18

 

 

თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრება იმართება.

 

შეკრების ორგანიზატორია მომღერალი გია გაჩეჩილაძე, რომელიც შეკრების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

მომღერალ გია გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქზე, ილია მეორეზე შეტევა ხორციელდება.

 

„ყელა ვხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება უწმინდესზე და ყველაფერ წმინდაზე, თუკი რამე გაგვაჩნია. ხედავთ, რომ შეტევა ხორციელდება ოჯახზე, სტუმარზე, ისტორიაზე, ტრადიციაზე, ავტორიტეტზე, ეკლესიასა და ყველაფერზე, სწორედ უწმინდესში ერთიანდება ეს ყველაფერი და ამიტომაც ასე ძლიერად ებრძვიან მას. ის ყოველთვის მუხლებზე დგას და ლოცულობს ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რწმენისთვის და 43 წელია მივყავართ იმ გზაზე, რომელსაც მანქურთები ასეთი გაშმაგებით ებრძვიან“, - მიმართა ხალხს გია გაჩეჩილაძემ.

 

შეკრების მონაწილეები მსვლელობით მივლენ საქართველოს საპატრიარქოსთან, რის შემდეგაც მსვლელობას „დედა ენის ბაღში“ დაასრულებენ.

 

როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, დღეს დაფუძნდება „ქართველი ხალხის მარადისობის დღე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner