logo_geo
eng_logo
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს
- +

9 აპრილი. 2021. 15:29

 

 

ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილეებმა: მირონ ჩიგოგიძემ და ჯანდრი უბირიამ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან ერთად, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინ, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

 

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა არმიამ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი, ანტისაბჭოთა, მშვიდობიანი, საპროტესტო დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც, 21 უდანაშაულო ადამიანი, უმეტესწილად, ქალები დაიღუპნენ; დაღუპულთა შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. ყველაზე უმცროსი, ეკა ბეჟანიშვილი, მხოლოდ 15 წლის იყო.

 

9 აპრილის დარბევის შედეგად, 4 ათასზე მეტმა დემონსტრანტმა, სხვადასხვა სახის ტრამვა მიიღო; დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით კი - 2000-მდე მოქალაქე მოიწამლა.

 

1991 წლის 9 აპრილს, ტრაგედიიდან 2 წლის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს უახლეს ისტორიაში, 9 აპრილი, ეროვნული ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ აღინიშნება.

 

9 აპრილს დაღუპული გმირები:

 

აზა ადამია, 22 წლის;

ნათია ბაშალეიშვილი, 16 წლის;

ეკა ბეჟანიშვილი, 15 წლის;

ნატო გიორგაძე, 23 წლის;

თამუნა დოლიძე, 28 წლის;

თინა ენუქიძე, 70 წლის;

ნინო თოიძე, 22 წლის;

ზაირა კიკვიძე, 61 წლის;

მანანა ლოლაძე, 34 წლის

თამარ მამულაშვილი, 50 წლის;

ვენერა მეტრეველი, 45 წლის;

მამუკა ნოზაძე, 21 წლის;

ნანა სამარგულიანი, 41 წლის;

შალვა ქვასროლიაშვილი, 35 წლის;

მარინა ჭყონია-სამარგულიანი, 31 წლის;

ელისო ჭიპაშვილი, 25 წლის;

თამარ ჭოველიძე, 16 წლის;

ნოდარ ჯანგირაშვილი, 40 წლის;

მზია ჯინჭარაძე, 43 წლის;

მანანა მელქაძე, 26 წლის;

გია ქარსელაძე, 25 წლის.

 

მადლობა თავისუფლებისთვის!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner