logo_geo
eng_logo
ეუთოში აშშ-ის მისია: აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს
- +

15 აპრილი. 2021. 19:08

 

 

აშშ რუსეთს მოუწოდებს, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება შეასრულოს. ამის შესახებ ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა, კორტნი ოსტრიანმა განაცხადა.

 

„პანდემიის დროს მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა იქნებოდა შესაძლებელი, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შეუფერხებლად შესვლა რომ შესძლებოდათ, 2008 წლის შეთანხმების შესაბამისად. ანალოგიურად, ჯარების კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანა შეამცირებდა სამოქალაქო პირების დაკავებებს და უზრუნველყოფდა გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებში მოქალაქეთა სამედიცინო დახმარებაზე ხელმისაწვდომობას“, - განაცხადა კორტნი ოსტრიანმა.

 

ეუთოში აშშ-ის მისიამ ასევე გამოთქვა მწუხარება 7 აპრილს მდინარე ენგურის გადაკვეთის მცდელობისას საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის გამო.

 

ამერიკულმა მხარემ სინანული გამოთქვა „ბორდერიზაციის“ პროცესის გაგრძელების გამო.

 

„ეს ქმედებები ზრდის პირად და ეკონომიკურ სირთულეებს სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში. შეერთებული შტატები რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების პრაქტიკა შეწყვიტონ და დაკავებულები გაათავისუფლონ“, - განაცხადა ეუთოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner