logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში
- +

15 აპრილი. 2021. 19:14

 

„ინფიცირების შემთხვევათა ბოლო დღეების მაჩვენებელი და ეს ზოგადი ციფრები მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია იძაბება უფრო მეტად, ვიდრე ეს იყო თებერვალ-მარტში“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

„ჩვენ საკმაოდ სტაბილური ვითარება გვქონდა შარშან გაზაფხულიდან სექტემბრამდე. სექტემბრის 10 რიცხვამდე, მთელ ქვეყანაში 1500-მდე ინფიცირების და გარდაცვალების 19 შემთხვევა გვქონდა.

სექტემბრის 15-დან დაიწყო თანდათან მატება, განსაკუთრებით კი, ეს მატება აღინიშნა უკვე ოქტომბერში და მოგეხსენებათ, ძალიან მძიმე იყო ნოემბერ-დეკემბერი. იგივე ვითარება რომ არ მივიღოთ მესამე ტალღის პერიოდშიც, აუცილებელია ყველა იმ რეგულაციის მკაცრად დაცვა, რაც ამჟამად მოქმედებს ქვეყანაში", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner