logo_geo
eng_logo
„ნამახვანჰესისა“ და დავითგარეჯას საკითხები განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის
- +

16 აპრილი. 2021. 14:20

 

საპატრიარქოს განცხადებით, არასწორია „ნამახვანჰესისა“ და დავითგარეჯას საკითხის ერთ კონტექსტში მოხსენიება და ამ თემებზე მოწოდებების გაკეთება:

 

„ნამახვანჰესთან“ მიმართებაში საინფორმაციო საშუალებებით კეთდება გარკვეული მოწოდებები 9 მაისს გასამართ აქციასთან დაკავშირებით, სადაც გაჟღერდა დავითგარეჯას თემაც.

 

ყველას ვთხოვთ, გაითვალისწინონ, რომ ეს ორი საკითხი განსხვავებულია მრავალი ნიშნით და მათი ერთ სივრცეში მოქცევა სწორი არ არის. მით უმეტეს, დავითგარეჯასთან რაიმე პოლიტიკური მიმართულების დაკავშირება.

 

ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით მეზობელ აზერბაიჯანთან პრობლემის ისტორიული, იურიდიული და კარტოგრაფიული დოკუმენტებით სამართლიანობის პრინციპით გადაწყვეტას“, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner