logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ტაბატაძე: დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს ჩვენმა სამართალდამცველებმა მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი
- +

16 აპრილი. 2021. 17:27

 

 

 

„დღეს კიდევ ერთხელ აჩვენეს ჩვენმა სამართალდამცველებმა მათ მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის მაღალი სტანდარტი და პროფესიონალიზმი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, განხორციელებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ძალიან სწრაფად მოხდა შეიარაღებული დამნაშავის განეიტრალება და უკლებლივ ყველა მძევლის უსაფრთხოდ განთავისუფლება, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ჩვენი სამართალდამცველების მიერ არჩეულ მიდგომას, რომ პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner