logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ოპოზიციის მთავარი პრობლემა ხალხისგან დისტანცირებაა
- +

16 აპრილი. 2021. 18:47

 

„მსურს, ოპოზიციის ულოგიკო განცხადებებს და ქმედებებს გამოვეხმაურო, გუშინ „ლელოს“ წარმომადგენლის განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები ხალხის მოთხოვნაა. მაქვს ლოგიკური კითხვა, რამდენად ლოგიკურია და რამდენად აქვს ერთპროცენტიან პარტიას ხალხის სახელით საუბრის მორალური უფლება? რა თქმა უნდა არ აქვს!“ - ამის შესახებ „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის“ ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

მისი თქმით, ოპოზიციის მთავარი პრობლემა ხალხისგან დისტანცირება და პირად ინტერესებზე მორგებული მოთხოვნების გაჟღერებაა.

 

„მეორე მხრივ მოვისმინეთ უგულავას განცხადება რომელიც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნებისკენ მტკიცე ნაბიჯებით მიდის. უკაცრავად და თქვენ საერთოდ ვისთან ხართ? /ვინ ხართ? უპარტიო, უმანდატო უგულავა, რომელიც მტკიცე ნაბიჯებით მაქსიმუმ ქუჩისკენ წავიდეს, სადაც თავშესაფარი არაერთმა პოლიტიკურად გაკოტრებულმა ადამიანმა პოვა. ოპოზიციის მთავარი პრობლემა ხალხისგან დისტანცირება და პირად ინტერესებზე მორგებული მოთხოვნების გაჟღერებაა. ხალხის მოთხოვნა არა ვადამდელი არჩევნები, არამედ ოპოზიციის მიერ სრულფასოვანი პოლიტიკური ცხოვრების დაწყებაა, რაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლას გულისხმობს. ბოლო კვლევებიც ხომ აღნიშნულს ადასტურებს, მოსახლეობის 60% ოპოზიციის მიერ პარლამენტის ბოიკოტს გაუმართლებლად მიიჩნევს. ნორმალური, პასუხისმგებლობით და კომპეტენციით აღჭურვილი ოპოზიციისთვის ეს კვლევა ბოიკოტის დასრულების და პარლამენტში შესვლის დასაწყისი იქნებოდა. მაგრამ სად თქვენ და სად პასუხისმგებლობა“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner