logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა: ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანიჰესის“ პროექტის მიმართ - მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები
- +

16 აპრილი. 2021. 18:53

 

„ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანიჰესის“ პროექტის მიმართ. მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები“,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

 

მინისტრის განმარტებით, შეიქმნება ექსპერთა საბჭო, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეებიც შეძლებენ მონაწილეობის მიღებას.

 

„ჩვენი მოთხოვნით, კომპანია „ენკა“ გახსნის კვლევებს, რომელსაც გადმოგვცემს და გახდება საჯარო ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

 

დღემდე „ენკას“ კვლევების დიდი ნაწილი გამოქვეყნებული არის. არსებობს უამრავი რუკა და ნახაზები, რომლიც სრულად ხელმისაწვდომია ექსპერტებისთვის.

 

ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან შეხვედრებს გავაგრძელებთ, ასევე გადავცემთ კვლევებს, იმისთვის, რომ თავიანთი მოსაზრება გამოთქვან.

 

ამოცანა არის, რომ ნდობა შეიქმნას „ნამახვანიჰესის“ პროექტის მიმართ. მოიხსნას ლეგიტიმური კითხვები და სპეკულაციები.

 

მოხარული ვიქნებით, „რიონის მცველები“, აქციების აქტივისტები, ან მათი ნდობით აღჭურვილი ექსპერტები ჩაერთონ ამ პროცესში.

 

დღეს შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, მათ შორის საპროტესტო აქციის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა ამ ექსპერტთა საბჭოში წარმოადგინონ თავისი წარმომადგენლები",- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ცნობისთვის, ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და კომპანია „ენკას“ დირექტორი მერაბ ლომინაძე, სამუშაო შეხვედრას „ნამახვანიჰესის“ პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან მართავენ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner