logo_geo
eng_logo
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
- +

16 აპრილი. 2021. 21:06

 

 

დღეს, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი  საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, დიეგო კოლასს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორს, რაფაელ ჟოზანს შეხვდა. სტუმრებმა ლაშა ხუციშვილს მიულოცეს ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვეს მომავალ საქმიანობაში.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქართულ-ფრანგული ურთიერთობების დღის წესრიგი, მათ შორის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) მხარდაჭერით ურბანული განვითარების, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარების, ენერგეტიკის, პროფესიული განათლებისა და მმართველობის სფეროებში მიმდინარე პროგრამები.

 

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, საფრანგეთი საქართველოს მეგობარ ქვეყნებთან და საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული COVID-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მხარდაჭერის პროცესში. 

 

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს  თანამშრომლობა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერის მიზნით.

right_banner right_banner
არქივი
right_banner