logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

17 აპრილი. 2021. 10:23

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პოლიტიკოს მიხეილ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი პოლიტიკოსის მიხელ-გელა სალუაშვილის გარდაცვალების გამო. იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში და გულწრფელად ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა პოლიტიკაში. მისი გარდაცვალება გულდასაწყვეტია ყველასათვის, ვინც თვალს ადევნებდა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. ბატონი მიხეილ-გელა სალუაშვილი დააკლდება ჩვენს საზოგადოებას.

 

ჩემი კოლეგების სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

ქართველი პოლიტიკოსი მიხეილ გელა სალუაშვილი, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მიხეილ-გელა სალუაშვილმა 1992 წლის იანვარში დააარსა პარტია „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“, რომლის თავმჯდომარეც იყო.

 

2013-2018 წლებში მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში. 2014 წელს კი თბილისის მერის არჩევნებში.

 

ასევე, კენჭს იყრიდა საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner