logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, ადლიაში სამხედრო ბაზაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
- +

17 აპრილი. 2021. 10:10

 

 

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, მოადგილესთან, ზურაბ აზარაშვილთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად ადლიაში, ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებულ ბრიგადაში მიმდინარე და დასრულებულ სარემონტო სამუშაოებს გაეცნო.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ ეტპაზე სამხედრო ბაზაზე ყაზარმების, საქვაბის, საკონტროლო გამშვები პუნქტის და სპორტული დარბაზის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ასევე, აქტიურ პროცესშია სველი წერტილების სრულად აღჭურვა და კონდიცირება- ვენტილაციის სისტემების მოწყობა. ტერიტორიაზე დასრულებულია სტადიონის მშენებლობა და კეთილმოწყობა. უახლოეს პერიოდში გარე განათების სრული რეაბილიტაცია მოხდება და კეთილმოეწყობა ბაზის ტერიტორია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner