logo_geo
eng_logo
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ, აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა
- +

17 აპრილი. 2021. 10:15

 

 

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას განაგრძობს.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მინისტრი ლოჯისტიკის ცენტრ (დასავლეთი) მე-4 შენახვის განყოფილების სამხედრო ბაზაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

 

მინისტრმა ადგილზე მოინახულა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner