logo_geo
eng_logo
მეტეხის გვირაბში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა
- +

17 აპრილი. 2021. 10:05

 

 

მეტეხის გვირაბში, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა. თბილისის მერიის ცნობით, დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა.

 

„თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდა და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხა. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარეს, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალა.

 

 

ადგილზე მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა. სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner