logo_geo
eng_logo
მთაწმინდის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა
- +

17 აპრილი. 2021. 12:43

 

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, აზეულას ქუჩაზე 7 000 კვ.მ ფართობზე ახალი სკვერი მოეწყობა. პროექტის ფარგლებში, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. მოეწყობა ველობილიკი, სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, ფილები და საპარკე ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სპორტულ მოედანს. ასევე, დაგეგმილია გამწვანების მასშტაბური სამუშაოები.

 

მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო.

 

„ჩვენთვის მწვანე სივრცეების მოწყობა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, მთაწმინდას კიდევ ერთი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება, რომლითაც მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობა არ ისარგებლებს, არამედ ზაფხულში ამოსული დამსვენებლებიც. პარკი ყველა თაობისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები, რომელიც მიმდინარე თვეში დაიწყება და დაახლოებით, ივნისში დასრულდება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

 

 

აღნიშნული პროექტის ღირებულება 500 000 ლარია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაფინანსებით სრულდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner