logo_geo
eng_logo
ჭიათურის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
- +

17 აპრილი. 2021. 14:51

 

 

საბურთალოს რაიონში, ჭიათურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, პროექტის ფარგლებში, ნასიძისა და ბზვანელის ქუჩების ნაწილის რეაბილიტაციაც ხორციელდება.

 

საბურთალოს გამგეობის ცნობით, სამუშაოების შედეგად, სანიაღვრე ქსელი 400 გრძივ მეტრზე მოეწყო და ჯამში, 3 150 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

 

 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

 

„ამ ქუჩებზე რთული მდგომარეობა იყო - არ არსებობდა სანიაღვრე სისტემა, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. ახლა კი, ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში მოსახლეობა კომფორტულად გადაადგილებას შეძლებს“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

სამუშაოებს კომპანია „L&L“ ასრულებს.

 

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსებულია 265 000 ლარით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner