logo_geo
eng_logo
კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში გაწეული შრომისათვის ხულოს მუნიციპალიტეტში მედიკოსებს მადლობის სიგელები გადასცეს
- +

17 აპრილი. 2021. 17:43

 

 

ხულოს მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მედიკოსებს კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში გაწეული თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

 

ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის, თემის სამედიცინო პუნქტისა და ხულოს „ევექსის" ჰოსპიტალის ექიმებსა და მედდებს, სიგელები აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა - ფრიდონ ფუტკარაძემ და ანზორ ბოლქვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ დიმიტრაძემ გადასცეს.

 

„აჭარის უმაღლეს საბჭოში ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მაჟორიტარი დეპუტატის ფრიდონ ფუტკარაძის განცხადებით, მედიკოსებმა ქვეყნის ყველა რეგიონში თავდაუზოგავი ბრძოლა გამოუცხადეს პანდემიას და ზოგი მათგანი უხილავ ომს შეეწირა კიდეც. ყველა მედიკოსი იმსახურებს უდიდეს მადლობას ხელისუფლებისა და საზოგადოების მხრიდან, მით უფრო თუ საუბარია მაღალმთიანეთზე, სადაც მკაცრი კლიმატური თუ რელიეფური თავისებურებების გამო, ისედაც საგანგებო რეჟიმში მუშაობენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner