logo_geo
eng_logo
დაავადებათა კონტროლის ცენტრი: „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა
- +

17 აპრილი. 2021. 18:20

 

 

„ფაიზერის“ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა, რომელთაც ამ ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიღებული აქვს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

 

„გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები დაკავშირებულია 30 აპრილიდან -3 მაისის პერიოდში ვაქცინაციის შეჩერებასთან, სააღდგომო არდადეგების გამო.

 

ყველა იმ პირისთვის, ვინც მიიღო ფაიზერის ვაქცინის პირველი დოზა, დარეზერვებულია ვაქცინის მეორე დოზა.

 

ყველფერი კეთდება რეგისტრაციის ტექნიკური სირთულის დასაძლევად! ვაქცინის მეორე დოზა ყველა თქვენგანისთვის დრულად და რეკომენდებული ვადების დაცვით იქნება ხელმისაწვდომი“, - ნათქვამია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორემაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner