logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს ბათუმში ასოცირების სამიტის ჩატარება შესთავაზა
- +

20 აპრილი. 2021. 17:05

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ასოცირებამ მიიღოს თავისი სრულყოფილი სახე უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მან შარლ მიშელს ბათუმში ასოცირების სამიტის ჩატარება შესთავაზა.

 

„მე შევთავაზე ბატონ პრეზიდენტს, რომ ივლისში, როცა ჩვენი ბათუმის უკვე ცნობილი კონფერენცია ტარდება ევროკავშირთან, ეს კონფერენცია გადაიქცეს ასოცირების სამიტად და დავპატიჟოთ უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები ევროკავშირთან ერთად და ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს ამ ფორმატმა, რომელიც ამ სამ ქვეყანასა და ევროკავშირს გვაკავშირებს და აქვს დიდი მომავალი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც ისაუბრებს.

 

დღესვე შარლ მიშელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს პარლამენტში შეხვდება. დღის ბოლოს სალომე ზურაბიშვილის სახელით ბატონ შარლ მიშელის პატივსაცემად სადილი გაიმართება.

 

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს - „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner