logo_geo
eng_logo
გიორგი ღიბრაძე: ჩვენ ვცდილობთ, რომ დამატებითი რეგულაციები და წნეხი თავიდან ავიცილოთ
- +

21 აპრილი. 2021. 16:06

 

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დამატებითი რეგულაციები და წნეხი თავიდან ავიცილოთ, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, იმისთვის, რომ რეგულაციების გამკაცრება თავიდან იქნას აცილებული, საჭიროა, რომ არსებული რეგულაციები ყველამ ზედმიწევნით შეასრულოს.

 

„ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც საკოორდინაციო საბჭო იღებს, არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციითაა განპირობებული. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციების აღსრულებას აქვს ორი მხარე: ერთი, რომ უნდა აღსრულდეს იმ ორგანოების მხრიდან, ვისაც ევალება ამის კონტროლი, მეორე უნდა აღსრულდეს მოსახლეობის მხრიდან, რადგან ეს არის ორმხრივი მოძრაობა და არ შეიძლება მხოლოდ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ იზრუნოს ამაზე.

 

ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ დამატებითი რეგულაციები და დამატებითი წნეხი მაქსიმალურად თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ღიბრაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner