logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს
- +

21 აპრილი. 2021. 16:50

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

„ცივ პერიოდში, რომელიც რესპირაციული ვირუსებისთვის კომფორტული დროა, ვიყავით აღმავალ ტალღაზე, ახლა შევდივართ შედარებით თბილ პერიოდში. უკვე დამტკიცებულია მეცნიერულად, რომ პირდაპირი მზის სხივი კორონავირუსზე დამთრგუნველად მოქმედებს და ამიტომ შესაძლებელია, რომ მომდევნო ტალღა შედარებით რბილი იყოს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner