logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
- +

21 აპრილი. 2021. 21:10

 

 

„2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები. საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

 

უწყების ცნობითვე, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას. გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება.

 

„რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

 

აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანებაა,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე. სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსაგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმოდგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პორბლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისძებების გატარება.

 

რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზეც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner