logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ანთიძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობა დატოვა
- +

21 აპრილი. 2021. 22:19

 

 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა დატოვა.

 

ინფორმაცია კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.

 

უწყებაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ანთიძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ცნობით, განცხადება მინისტრმა, თეა წულუკიანმა უკვე დააკმაყოფილა.

 

ნიკოლოზ ანთიძე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner