logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: ნიკა მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში
- +

3 მაისი. 2021. 14:48

 

 

„გასაგებია, რომ მელია არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, თუმცა ეს არ წარმოადგენს არც „ქართული ოცნებისა“ და უკვე აღარც ჩვენი უცხოელი კოლეგების დღის წესრიგს, იქიდან გამომდინარე, რომ შეთანხმება უკვე შედგა,“ - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაიწყო, რაზეც შესაბამისი განცხადებები გააკეთეს როგორც შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე ევროკავშირმა.

 

„პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაწყებულია. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და მელია ჩათვლიან საჭიროდ, რომ ამ პროცესს უნდა შეუერთდნენ, ბუნებრივია, ეს მათი გადასაწყვეტია. ყოველ შემთხვევაში, საქართვლოს პარლამენტს აქვს ლეგიტიმაცია ჩვენი უცხოელი კოლეგების მხრიდან. ახალი პოლიტიკური ცხოვრება უკვე დაიწყო, რაზეც შესაბამისი განცხადებები გააკეთეს როგორც შეერთებული შტატების ელჩმა, ასევე ევროკავშირმა. გამომდინარე აქედან, ჩვენ საქართველოს პარლამენტში, შესაბამისად, სასესიო სხდომებზე ველოდებით ყველა ოპოზიციონერს, რომელმაც მოაწერა ხელი შეთანხმებას, ან რომელსაც სურვილი აქვს, მოაწეროს ხელი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner