logo_geo
eng_logo
Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებს ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიაწვდის
- +

3 მაისი. 2021. 16:54

 

 

ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Moderna-მ ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალურ ალიანსთან (GAVI) შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები ვაქცინის 500 მილიონამდე დოზას მიიღებენ.

 

კომპანიაში აცხადებენ, რომ Moderna ვაქცინის დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა COVAX-ის პლატფორმას 2021 წლის მეოთხე კვარტალში გადაეცემა.

 

„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელ მსოფლიოში ჩვენს ვაქცინებზე წვდომა ჰქონდეთ. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ უამრავ ქვეყანას შეზღუდული რესურსები აქვს ვაქცინებზე წვდომისთვის. ჩვენ მხარს ვუჭერთ COVAX-ის მისიას, უზრუნველყოს ვაქცინებზე ფართო, ხელმისაწვდომი და თანასწორი წვდომა“, - აღნიშნა Moderna-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ ბენსელმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner