logo_geo
eng_logo
კელი დეგნანი: იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან
- +

4 მაისი. 2021. 18:48

 

„ბევრი პრიორიტეტული თემაა, რომლებთან დაკავშირებით უკვე ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან ერთად. რა თქმა უნდა, მათ შორისაა კორონავირუსზე რეაგირება და ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციაში აქტიურად ჩაერთვებიან“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, საქართველოს მთავრობის მეთაურთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

 

მისი განცხადებით, ვაქცინაცია აუცილებელია იმისთვის, რომ მოსახლეობა ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.

 

„შეერთებულ შტატებში დიდ წარმატებას მივაღწიეთ ამ კუთხით. ზრდასრული მოსახლეობის 55 პროცენტზე მეტი უკვე აცრილია. მეც ავიცერი. ჩემი მოზარდი შვილებიც აიცრნენ. ამ პროცესს, ზოგადად, ჩვენი ეკონომიკისა და კონკრეტულად სასკოლო დაწესებულებების გახსნის შესაძლებლობად და მეტ-ნაკლებად ნორმალური ცხოვრების დაბრუნების გზად მივიჩნევთ. კარგი საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ყოველივე ამაზე“, - აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner