logo_geo
eng_logo
5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება
- +

4 მაისი. 2021. 21:36

 

 

ხვალ, 5 მაისიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია იწყება.

რეგისტრაცია დღის მეორე ნახევარში გაიხსნება.

მოქალაქეებს შეუძლიათ, მეორე დოზის გასაკეთებლად დარეგისტრირდნენ ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში.

 

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ჩაიტარა.

 

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს ქვეყანა ელოდება 43 ათასზე მეტ დოზა „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, რომლის მიღებაში მას „იუნისეფი“ ეხმარება.

 

ვაქცინების ანალოგიური რაოდენობის პირველი პარტია ქვეყანამ 13 მარტს მიიღო.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner