logo_geo
eng_logo
ლაშა ხუციშვილი 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება
- +

5 მაისი. 2021. 00:44

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი 5 მაისს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილი 5 მაისს, 16:00 საათზე, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური საავადმყოფო) აიცრება.

 

შეგახსენებთ, ვაქცინაციის პროცესში მიმდინარე კვირიდან მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner