logo_geo
eng_logo
ვახტანგ გომელაური „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა
- +

5 მაისი. 2021. 10:20

 

 

დღეს, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ყოფილი რესპუბლიკური კლინიკა) შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ვაქცინაცია ჩაუტარდა.

 

ვახტანგ გომელაური „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად აიცრებიან უწყების სხვა თანამშრომლებიც.

 

4 მაისს ამირან გამყრელიძე „სინოფარმით“ პირდაპირ ეთერში აიცრა.

 

„სინოფარმით“ ვაქცინაცია საქართველოში 18 წელს ზემოთ მსურველ მოქალაქეებს შეუძლიათ. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში უკვე აცრილია 45 000 მოქალაქეზე მეტი, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ვაქცინაციის ტემპი დაბალია. იმისთვის, რომ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი სწრაფად შეიქმნას, მნიშვნელოვანია დღიურად 4-დან 5 ათასამდე ადამიანი აიცრას.

 

27 აპრილიდან დღემდე სინოფარმით აცრის სურვილი 15 ათასამდე მოქალაქემ გამოთქვა. საერთო ჯამში, ქვეყანაში ამ ეტაპზე „სინოფარმის“ 100 000 დოზაა შემოტანილი. ქვეყანა ახლა „ფაიზერის“, „ასტრაზენეკისა“ და „სინოფარმის“ დამატებით დოზებს ელოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner