logo_geo
eng_logo
კომუნიკაციების კომისია და საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ
- +

5 მაისი. 2021. 10:42

 

 

NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი NATO-სა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა.  თანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში მედიაწიგნიერების და ევროპული ღირებულებების განვითარებას.

 

შეთანხმების მიზანია, ეფექტიანი მუშაობის შედეგად ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიც არის დეზინფორმაცია, ევროპული ღირებულებები და ციფრული უნარები, საქართველოს მოსახლეობის ცოდნა და ცნობიერება მაქსიმალურად ამაღლდეს.

 

კომუნიკაციების კომისია და NATO-ს საინფორმაციო ცენტრი მოსახლეობასთან ტრენინგების ფორმატში ჩაატარებენ ერთობლივ შეხვედრებს დეზინფორმაციასთან ბრძოლის მექანიზმების შესახებ. ღონისძიებების ფარგლებში, საზოგადოება მიიღებს დეტალურ ინფორმაციას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია. ტრენინგების მთავარი თემა იქნება ასევე ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარება და ხელშეწყობა. ტრენინგების მიზანი შესაბამის სამიზნე ჯგუფებში, მათ შორის ეთნიკურ უმცირესობებს შორის, მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების, თანამედროვე ციფრული უნარებისა და ევროპული ღირებულებების დანერგვა და განვითარებაა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner