logo_geo
eng_logo
დღეიდან შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება
- +

5 მაისი. 2021. 11:32

 

 

დღეიდან შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. გორში „სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ,„გორმედსა“ და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ტარდება კასპში - „მედალფას“ კლინიკაში, ქარელში - „გორმედის“ ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება შპს „ახალ კლინიკაში".

 

ამ დროისთვის, შიდა ქართლში, ყველა დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებაში 5-დან 24 მაისის ჩათვლით, „სინოფარმით“ ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.

 

შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ „სინოფარმით“ აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner