logo_geo
eng_logo
„ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია დღეს იწყება
- +

5 მაისი. 2021. 11:46

 

 

დღეს, საღამოს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკის“ ვაქცინის მე-2 დოზაზე რეგისტრაცია იწყება. აცრის ჩატარება კი 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

 

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, მოქალაქეებს, რომლებმაც ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთეს, რეგისტრაციის შემდეგ, მეორე დოზის მისაღებად ნებისმიერ დაწესებულებაში პირველი აცრიდან 4-12 კვირის ინტერვალში შეუძლიათ გამოცხადდნენ.

 

ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით აცრა „ასტრაზენეკის“ ვაქცინით ჩაიტარა.

 

ამირან გამყრელიძემ არსებული ეპიდვითარებაც შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანა ეპიდსიტუაციის გაუარესების მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner