logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ, გაგვიმართლა, რომ ასეთი მეგობრები ვართ
- +

5 მაისი. 2021. 19:18

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

 

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან შეხვედრა. როგორც აღნიშნეთ, შეიძლება ასეც ითქვას, ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი რეგიონში მას შემდეგ, რაც დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მანამდე მე გახლდით ოფიციალური ვიზტით ბრიუსელში.

 

იცით, რომ ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება აზერბაიჯანის მიმართ, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული მეგობრობა თქვენი ხალხის მიმართ, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩვენს პატივისცემას, ძმობას.

 

მე დღეს დილით მქონდა შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა და საუბარი. ჩვენ განივიხილეთ ის ისტორიული პროექტები, რომლებიც ჩვენმა ქვეყნებმა განახორციელეს ბოლო წლების განმავლობაში, რითაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენს ძალიან სტაბილურ, მდგრად ურთიერთობებს და პარტნიორობას, მეგობრობას.

 

შეიძლება ითქვას, განგებამ განსაზღვრა ჩვენი ორი ხალხის მეგობრობა და მეზობლობა, გაგვიმართლა, რომ ასეთი მეგობრები, მეზობლები ვართ და, რა თქმა უნდა, ჩვენი ურთიერთდამოკიდებულება, ჩვენი ერთობლივი პროექტები გვაძლევს შსაძლებლობას და მოტივაციას, რომ მეტი პროექტი გავაკეთოთ ერთად, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ორმხრივ ურთიერთობებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner