logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ
- +

11 მაისი. 2021. 19:56

 

 

„დღეს ჩვენ წარმატებული ინოვაციური პროექტის შედეგის მოწმენი ვართ!“, -  ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

 

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, Pulsar AI ავტო-ინდუსტრიაში ციფრული გაყიდვების სისტემების გლობალურმა ლიდერმა, ამერიკულმა კომპანიამ SpinCar შეისყიდა.

 

„ქართულმა სტარტაპმა Pulsar AI  საზღვრები გაარღვია,  ოკეანე გადაკვეთა და ყველა სტარტაპერის ოცნება აასრულა!

2014 წელს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების  სააგენტოს (GITA) შექმნით,  ჩვენ ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკური ხედვის განხორციელება დავიწყეთ. ბედნიერი და ამაყი ვარ,  რომ დროის ამ მოკლე პერიოდში ეკო-სისტემა სწრაფად განვითარდა.

Pulsar AI-ის მთელ გუნდს ვულოცავ ამ გამარჯვებას! ეს არის თვალსაჩინო დადასტურება, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი წინსვლა აქვს გლობალური პოტენციალის  მქონე სტარტაპების შექმნისა და ხელშეწყობის მიმართულებით“, -  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner