logo_geo
eng_logo
NCDC: საქართველო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოს პირველ ოცეულშიც კი არ შედის
- +

11 მაისი. 2021. 22:19

 

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შესახებ გავრცელებულ ცნობებს, თითქოს ქვეყანა მილიონ მოსახლეზე გადათვლით სიკვდილიანობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, დეზინფორმაციას უწოდებენ.

როგორც ცენტრის დირექტორის მრჩეველმა, ნათია სხვიტარიძემ განმარტა, ეს არასწორად ინტერპრეტირებული მონაცემებია და ინფორმაციის გამავრცელებელს შეგნებულად აქვს შერჩეული და მონიშნული ის ქვეყნები, სადაც ამ ეტაპზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია.

 

„წარმოდგენილი ინფორმაცია არის არასწორად ინტერპრეტირებული. შერჩეული ქვეყნები, სადაც საქართველო ამ სურათზე არის წარმოდგენილი წამყვან ქვეყნად, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან შედარებული არის იმ ქვეყნებთან, სადაც ამ წუთებში სიკვდილიანობა არის ძალიან დაბალი. რეალური ციფრით, ოცეულშიც არ მოიაზრება საქართველო ოფიციალურად დადასტურებული ციფრებით“, - აღნიშნა ნათია სხვიტარიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner