logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა
- +

12 მაისი. 2021. 10:35

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა. მასთან ერთად ვაქცინაციაში სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების თანამშრომლები ჩაერთნენ.

 

მინისტრის განცხადებით, ვაქცინაცია მაქსიმალურად მოკლე დროში ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნების ერთადერთი გზაა.

 

„ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ სწრაფად და ეფექტიანად დავამარცხოთ კოვიდ-პანდემია და რეალურად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. ჩემი მოწოდება და სურვილი იქნებოდა, რომ ჩვენი დარგის ყველა წარმომადგენელი ყველა რეგიონში მაქსიმალურად მოკლე დროში აიცრას“, - განაცხადა დავითაშვილმა.

 

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner