logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრაზე პირველკლასელთა მიმდინარე სარეგისტრაციო პროცესს გაეცნო
- +

13 მაისი. 2021. 18:28

 

 

„მინდა გამოვეხმაურო დღეს დაწყებულ პირველკლასელთა საყოველთაო სასკოლო რეგისტრაციის პროცესს, რომელიც ყველა ჩვენგანისათვის, ყველა ოჯახისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული პროცესია“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ტალიაშვილი აღნიშნავს.

 

როგორც ტალიაშვილი განმარტავს, მან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ეკა დგებუაძესთან მიმდინარე სარეგისტრაციო პროცესი განიხილა.

 

მისივე თქმით, ამ დროისთვის სარეგისტრაციო პროცესი ტექნიკური ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს და პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისის 18 საათამდე გაგრძელდება:

 

„სამწუხაროდ, ამ დაძაბულ პროცესში გაუგებრობა შეაქვს გავრცელებულ სხვადასხვა დაუდასტურებელ ინფორმაციასა და განცხადებებს. იმისათვის, რომ სიცხადე შევიტანოთ ამ ვითარებაში, დამატებით დღესაც ვიმსჯელეთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილესთან, ქალბატონ ეკა დგებუაძესთან, განვიხილეთ მიმდინარე სარეგისტრაციო პროცესი.

 

შესაბამისად, მინდა განვმარტო, რომ ამ დროისთვის სარეგისტრაციო პროცესი ტექნიკური ხარვეზის გარეშე მიმდინარეობს. დანერგილია ტექნიკური სიახლე ბავშვთა და მშობელთა პერსონალური მონაცემების დაცვის გაუმჯობესების მიზნით. ეს გარემოება იწვევს ცალკეულ შემთხვევებში მცირე (20-30-წამიანი) დაყოვნებას.

 

რაც შეეხება სკოლამდელ დაწესებულებებში თითქოს ამჟამად მიმდინარე ჩარიცხვა-რეგისტრაციას, მინდა გაცნობოთ, რომ სკოლამდელ დაწესებულებებში, ანუ ბაგა-ბაღებში ივნისის თვემდე არ იგეგმება რეგისტრაციის დაწყება. ამასთან, სკოლამდელ დაწესებულებებში რეგისტრაციას, ისევე როგორც გასულ წლებში, ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტი. პირველკლასელთა რეგისტრაცია 5 ივნისის 18 საათამდე გაგრძელდება. მინდა გისურვოთ წარმატება ამ პროცესში“, - აღნიშნავს ტალიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner