logo_geo
eng_logo
ჯუანშერ ბურჭულაძე: 2021 წელს სრულდება NATO-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ
- +

13 მაისი. 2021. 21:21

 

 

 

საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, ამ ტრიბუნიდან განსაკუთრებით მივესალმო ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე, რომლებიც იცავენ გლობალურ მშვიდობას. როგორც იცით, 2021 წელს სრულდება ნატო-ს მისია ავღანეთში, რომელსაც თავაწეულები დავტოვებთ. აღნიშნული მიმართულებით, მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ როგორც ნატო-სთან, ისე აშშ-სთან და ავღანეთიდან თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების საქართველოში დაბრუნება მათთან კოორდინაციით განხორციელდება. მინდა, თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადავუხადო ავღანეთის მისიაში გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებულ პატივს მივაგებთ ავღანეთის მისიაში დაღუპულ ჩვენს გმირ სამხედროებს, ვინც თავი შესწირა მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებას. ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ პარტნიორებთან ერთად, ეროვნული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებას“,- განაცხადა მინისტრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner